პროექტი ძმები ზუბალაშვილებზე

ქ.თბილისი, ზუბალაშვის #10

პროექტის დიზაინი

დიზაინერები

ელენე პაპიაშვილი 
ლიზა ხუნდაძე

ინფორმაცია პროექტზე

სახლს მინიჭებული აქვს ძეგლის სტატუსი, შესაბამისად ორმაგი სიფრთხილე იყო საჭირო ამ პროექტზე მუშაობისას. იყო საკმაოდ ავარიულ მდგომარეობაში, და დიდი  ნაწილი არ ექვემდებარებოდა რესტავრაციას.   დამკვეთის და ჩვენი სურვილი იყო, რომ მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა შენობის ღირებული ელემენტები. შევინარჩუნეთ, ინტერიერში არსებული კარები, დარაბები, ფანჯრები, კარნიზები, შუშაბანდი. ზემოთ  ჩამოთვლილი ელემენტები, თავისთავად ქმნიდა ამ შენობის ხასიათს. სახლის ის ნაწილები, რომელიც არ დაექვემდებარა აღდგენას ჩავანაცვლეთ სრულიად თანამედროვე დეტალებით. მაგალითად კიბის უჯრედი, რომელიც ახალი სხეულის სახით შემოვიდა ძველ შენობაში. ასევე ინტერიერში გამოყენებულია სხვადასხვა სახის ამრეკლავი ზედაპირები, რაც საინტერესო სინთეზს ქმნის არსებულ ძველ გარემოსთან.

შენობაში განთავსებულია ოთხი აპარტამენტი, რესტორანი და ოფისი.