ინტერიერის დიზაინი
წარმოიდგინეთ ისეთი სახლი, რომელიც მთლიანად ერგება თქვენს ცხოვრების სტილს და გამოხატავს თქვენს პიროვნებას. ლამაზი ფერების, სივრცის, განათებისა და ავეჯის შერწყმით თქვენ მიიღებთ სასიამოვნო საცხოვრებელ გარემოს.
სასიამოვნო საცხოვრებელი სივრცის შექმნა ყველას სურვილია, თუმცა დატვირთული ცხოვრების სტილის გამო, ბევრი ვერ ახერხებს ყველა დეტალი გაითვალისწინოს და საჭირო დრო დაუთმოს სახლის ინტერიერის დიზაინს. სწორედ ამიტომ, ჩვენი პროფესიონალი ინტერიერის დიზაინერთა გუნდი მზად არის დაგეხმაროთ თქვენი ოცნების სივრცის შექმნაში.
შპს ჯითიბი გთავაზობთ ინდივიდუალურად შექმნილ ინტერიერის დიზაინს, რომელიც მოერგება თქვენს სურვილებსა და ინტერესებს, შეგიქმნით კომფორტულ გარემოს, რათა დაისვენოთ და ისიამოვნოთ მისი ყოველი ასპექტით. ჩვენ ვითვალისწინებთ თქვენს სურვილებს, საჭიროებებსა და პრიორიტეტებს, შემდეგ კი გთავაზობთ თქვენზე მორგებულ დიზაინს, რომელიც გამყარებულია ჩვენი მრავალწლიანი გამოცდილებით.
შპს ჯითიბი არის ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის, სარემონტო სამუშაოებისა და სამშენებლო კომპანია, რომელიც სპეციალიზირებულია ესთეტიური, ფუნქციონალური სივრცეების მშენებლობაში. ჩვენ ვასრულებთ ყველა დამკვეთის სურვილს, რათა იცხოვროთ ისეთივე ინდივიდუალურ გარემოში, როგორიც ხართ თქვენ!
თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ ნებისმიერი დიზაინის მოცულობა, ფერები და მასალები, რათა შევქმნათ იდეალური სივრცე თქვენი ოჯახისთვის! ჩვენ ყოველთვის ვარგებთ სამუშაო პროცესს თქვენს მოთხოვნებსა და სურვილებს.
