ექსტერიერის დიზაინი

თუ თქვენი სახლის ან ბიზნესის ექსტერიერის დიზაინის შეცვლაზე ფიქრობთ, სწორ ადგილას მოხვდით.

ჩვენ ვეხმარებით მომხმარებლებს მათი ოცნების სახლის დიზაინი რეალობად აქციონ! ამ რთული პროცესის დამოუკიდებლად გავლა საკმაოდ რთულია მაშინ, როცა ის მოიცავს ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც გავლენას ახდენენ სახლისა თუ ბიზნესის ღირებულებაზე. შპს ჯითიბის გუნდი შედგება ექსტერიერის, ინტერიერისა და ფასადის დიზაინერებისგან, რომლებიც, მიუხედავად სამუშაოს მოცულობისა, მზად არიან დაგეხმარონ თქვენი საოცნებო სახლის შექმნაში.

ჩვენ გთავაზობთ განსხვავებულ მომსახურების პაკეტებს შესაბამისი პროექტებისა და ბიუჯეტის მიხედვით, რომელიც მოიცავს კონსულტაციას, სრულ დიზაინსა და სამუშაოების შესრულების ნებართვას.

შპს ჯითიბი დაგეხმარებათ სარემონტო სამუშაოების დაწყებამდე მთლიანად წარმოიდგინოთ განახლებული დიზაინი ფერადი რენდერის საშუალებით. ჩვენი გამოცდილი დიზაინერები და კონსულტანტები მოგაწვდიან ინფორმაციას თითოეული სამშენებლო მასალის სარგებლიანობა. ჩვენ დაგეხმარებით სწორი მასალების შერჩევაში, რათა მიაღწიოთ სასურველ შედეგსა და ხარისხს.

ინტერიერის დიზაინერები ყურადღებას ამახვილებენ სახლის შიდა დიზაინზე მაშინ, როცა ექსტერიერის დიზაინერები ჰქმნიან როგორც სახლის, ისე ლანდშაფტის დიზაინს. ჩვენ ყურადღებას ვაქცევთ ყველა წვრილმანს. ჩვენი მომსახურება მოიცავს ავეჯის, ქსოვილის, საღებავის ფერების, მცენარეების, სახურავის, გარე განათებისა და ავტოფარეხის კარებების შერჩევასა და დიზაინს.

შპს ჯითიბი უკვე რამდენიმე წელია მოღვაწეობს ამ სფეროში და ჰქმნის გამორჩეულ დიზაინებს. ჩვენი ხარისხის უმაღლესი დონე ასევე გამოიხატება გამოყენებულ მასალებში. უპირატესობას ვანიჭებთ მხოლოდ ეკოლოგიურად სუფთა საღებავებსა და საუკეთესო ხარისხის დეკორატიულ მასალებს.

ჩვენი მთავარი მიზანია თქვენთვის განსაზღვრული ბიუჯეტის შესაბამისად შემოგთავაზოთ საუკეთესო იდეები და მათი შესრულების ეფექტური საშუალებები. მუშაობის მაღალი ხარისხი, სისუფთავის დაცვა და საქმისადმი პასუხისმგებლიანი დამოკიდებულება არის ჩვენი კომპანიის უპირატესობა.

eqsterieris-dizaini-cover