პოლიმერული იატაკი
პოლიმერიული იატაკები მე-20 საუკუნიდან მოყოლებული არის ყველაზე გამძლე და დროში დატესტილი პროდუქტი იატაკის დასაცავად. იგი მზადდება ბიოტექნოლოგიებისა და ნანოტექნოლოგიების ქიმიური შეზავებით, რათა შექმნას ქიმიური და ბაქტერიული გამძლე დამცავი გარსი. არსებობს განსხვავებული დაცვის მქონე პოლიმერიული იატაკები, ამიტომ გადაწყვეტილების მიღებამდე სასურველია გაეცნოთ თითოეულის უპირატესობებს.
არსებობს რამდენიმე სახის პოლიმერიული იატაკი, რომელიც უნდა შეარჩიოთ თქვენი მოთხოვნილებების მიხედვით. მთავარი განსახილველი ასპექტებია:
- სიცხეგამძლეობა – რამდენად სიცხეში იქნება თქვენი პოლიმერიული იატაკი?
- დატვირთვის დონე – რამდენი ადამიანი ან ავტომობილი/ელექტრონული მოწყობილობა იმოძრავებს ყოველდღიურად მასზე?
- ესთეტიურობა – რამდენად თვალისმომჭრელი პოლიმერიული იატაკი გსურთ და რამდენად აუცილებელია ვიზუალურად ლამაზი იყოს?
- ბაქტერიაგამძლეობა – რამდენად ექნება იატაკს შეხება ქიმიურ ან ფიზიკურ ნივთიერებებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს ჯანმრთელობის პრობლემები?
- ტენიანობა – რამდენად ტენიან გარემოში გსურთ პოლიმერიული იატაკი?
- დაზიანების საფრთხე – რამდენად უსაფრთხო გარემოში აგებთ პოლიმერიულ იატაკს და არის თუ არა რაიმე დაზიანების რისკი?
მას შემდეგ, რაც პასუხს გასცემთ ამ კითხვებს, ჩვენი გუნდი დაგეხმარებათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი პოლიმერიული იატაკი.
შპს ჯითიბის გამოცდილი გუნდი, თქვენი მოთხოვნილებებიდან გამომდინარე შემოგთავაზებთ პოლიმერიული იატაკის კონკრეტულ სახეობებს და დაგეხმარებათ სწორად შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი იატაკი.
- თვითსწორებადი ბეტონის იატაკები
თვითსწორებადი იატაკის ეს სახეობა ფლობს ისეთ თვისებებს, რომლებიც კლასიკური მასალებით მიუღწევადია. ბეტონის ზედაპირის პოლირება მას უნიკალურ იერს სძენს და აჩენს უფრო დიდ სივრცედ. გამოყენების წინ უნდა შევურიოთ მისი ორი შემადგენელი ნაწილი ურეთანი და სილიკა. მსგავსი იატაკი იდეალურია სამრეწველო შენობების, ხალხმრავალ ოფისების, ბანკებისა და სტუდიებისთვის.
- ექსპოსიდური იატაკები
ეპოქსური იატაკები ერთ-ერთი გავრცელებული სახეობაა პოლიმერიულ იატაკებში. იგი არის მოქნილი, მბზინავი, და პიგმენტთან მარტივად შესარევი. ეს თვისებები ექსპოსიდურ იატაკს გამოარჩევს, როგორც ყველაზე მრავალმხრივ არჩევანს.
- პოლირებული იატაკები
ასეთი ტიპის იატაკი განსაკუთრებით ეფექტურია დარბაზებისა და ისეთი კორიდორების გასანათებლად, რომლებშიც ნატურალური მზეც აღწევს. მზეს ირეკლავს მბზინავი იატაკი და ჰქმნის ნათელ, სივრცულ აღქმას. ამასთან ერთად იატაკის პოლირების სერვისი თქვენს სახლში არსებულ ზედაპირებს ბევრად უფრო მდგრადს გახდის.
- მიკროცემენტი
მიკროცემენტული იატაკი ჰქმნის უბადლო თერმულ გარსს, რომელიც უძლებს ტენიანობას და ქიმიურ ნივთიერებებს. მიკროცემენტის იატაკს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – ესთეტიკურად მცირე არჩევანია.
- კვარციანი იატაკი
კვარციანი იატაკი, პირველ რიგში, არის ულამაზესი გადაწყვეტილება თქვენი სახლისთვის თუ სხვა სივრცისთვის. გარდა იმისა, რომ კვარციანი ზედაპირი ჰქმნის მდიდრულ გარემოს, მას აქვს რამდენიმე გამორჩეული თვისებაც. მაგ: კვარცის ზედაპირი არ იწოვს არანაირ სითხეს, არ რჩება ლაქა, არ იკაწრება და მარტივად მოსავლელია. გამძლეობის მხრივ, იგი არის გამძლე და მყარი მასალა.
ნებისმიერი სახის პოლიმერიული იატაკის არჩევანის შემთხვევაში, შპს ჯითიბი გთავაზობთ სრულ მომსახურებას: სწორი პოლიმერიული იატაკის შერჩევას და მის პროფესიონალურად დაგებას.
